The Jerusalem Post - ისრაელს არ სურს, თურქეთმა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ღაზაში ჯარები განალაგოს
The Jerusalem Post - ისრაელს არ სურს, თურქეთმა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ღაზაში ჯარები განალაგოს

ისრაელს არ სურს, თურქეთმა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ღაზაში ჯარები განალაგოს. ამის შესახებ The Jerusalem Post წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც The Jerusalem Post იუწყება, ისრაელის თანამდებობის პირები ეწინააღმდეგებიან თურქეთის ჯარების განლაგებას, რომელიც უნდა განთავსდეს ტრამპის გეგმის შემდეგ ეტაპზე. ასევე, არ სურთ თურქეთის რეკონსტრუქციაში ჩართულობა, რადგან ეშინიათ, რომ ანკარა მოიპოვებს გავლენას ღაზის სექტორში.

„ისრაელში არსებობს შიში, რომ თურქეთის ჩართულობა ჰუმანიტარულ საქმეებსა და რეკონსტრუქციის ძალისხმევაში ანკარას მნიშვნელოვან საფუძველს მისცემს სექტორის კონტროლისთვის“, – განუცხადა The Jerusalem Post-ს წყარომ.

The Jerusalem Post–ის წყაროს თქმით, ეს საკითხი ისრაელმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან  უკვე დააყენა.

„საკითხი დაისვა ბოლო კვირების განმავლობაში ისრაელელი მაღალჩინოსნებისა და ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე, რომლებიც ფოკუსირებული იყო ტრამპის გეგმის გაგრძელებაზე“, – წერს The Jerusalem Post-ი.