თეთრმა სახლმა ფისკალური 2022 წლისთვის 1,52 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბიუჯეტის პროექტი წარადგინა
თეთრმა სახლმა ფისკალური 2022 წლისთვის 1,52 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბიუჯეტის პროექტი წარადგინა

თეთრმა სახლმა ფისკალური 2022 წლისთვის 1,52 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

ამრიგად, აშშ-ის მთავრობამ მიმდინარე ფისკალური წლის ბიუჯეტზე 118 მილიარდი დოლარით მეტი მოითხოვა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის კანონპროექტში თავდაცვის ხარჯები 753 მილიარდი დოლარით არის დაანგარიშებული, რომლის ფარგლებში 715 მილიარდი დოლარი უშუალოდ პენტაგონისთვის არის გათვალისწინებული.

ეს თანხა უფრო ნაკლებია, ვიდრე დონალდ ტრამპი გამარჯვების შემთხვევაში გეგმავდა დახარჯვას, რაც მედიის ცნობით, სავარაუდოდ „რესპუბლიკელების“ უკმაყოფილებას გამოიწვევს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს, გაზარდოს დაფინანსება განათლების სამინისტროსათვის (40.8%), ვაჭრობის სამინისტროსთვის (27.7%), ჯანდაცვის სამინისტროსთვის (23.1%), სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისთვის (16%), ასევე აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოსთვის (21,3%). თავდაცვის საჭიროებების გარდა, აშშ-ის ადმინისტრაცია 769 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს.