თეთრმა სახლის ვებგვერდზე დაემატა თამაშები, რომლებიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რამდენიმე გადაწყვეტილებას უკავშირდება

11:12, 04.09.2026

თეთრი სახლის ვებგვერდზე თამაშები დაამატეს, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რამდენიმე გადაწყვეტილებას უკავშირდება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

ამჟამად ვებგვერდზე ხუთი თამაშია ხელმისაწვდომი. პირველი – Flappy Bill-ი პოპულარულ მობილურ თამაშზე, Flappy Bird-ზე არის დაფუძნებული. მოთამაშე მართავს არწივს, რომელსაც კლანჭებით კანონპროექტი მიაქვს და დაბრკოლებებს უნდა აარიდოს თავი.

მეორე თამაშს ჰქვია „ააშენე კედელი“. ის „ტეტრისის“ მსგავსია და მოთამაშემ ჩამოვარდნილი აგურებისგან მექსიკის საზღვარზე კედელი უნდა ააშენოს.

შემდეგი თამაშია „გაქცევა რიოში“.  ეს გულისხმობს მდინარე რიო გრანდეს, რომელიც აშშ-სა და მექსიკას ერთმანეთისგან ჰყოფს. ეს ცნობილი Snake-ის თამაშის ანალოგია, რომელშიც მოთამაშის პერსონაჟი მოედანზე გადაადგილდება და მიგრანტების სილუეტების მსგავს გამოსახულებებს აგროვებს.

კიდევ ორ თამაშში მომხმარებელმა კონვეიერიდან მავნე საკვები უნდა მოაშოროს, რათა ის სკოლებში არ მოხვდეს. თამაშის სლოგანია „კვლავ გავხადოთ ამერიკა ჯანმრთელი“, რაც აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნის, რობერტ კენედი უმცროსის, კამპანიის გამოძახილია.

კიდევ ერთ თამაშში კი მოთამაშემ ბადით თეთრი სახლის თავზე ჩამოვარდნილი სხვადასხვა საგანი უნდა დაიჭიროს.

მსგავსი