თეთრიწყლები-ვერონას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა
თეთრიწყლები-ვერონას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ47 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისთვის, – ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

შეზღუდვის მიზეზი ინტენსიური თოვა და დაბალი ტემპერატურა გახდა.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.