თეთრიწყაროში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
თეთრიწყაროში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. გუშინ ძლიერმა სეტყვამ და ქარმა რამდენიმე სოფელი დააზარალა.

სოფელ წინწყაროში სასოფლო-სამეურნეო კულტურები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა.

დაისეტყვა ასევე სოფლები გოლთეთი და მარაბდა.