თეთრიწყაროში მესამე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
თეთრიწყაროში მესამე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

თეთრიწყაროში მესამე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მესამე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მუნიციპალიტეტში „კოვიდ 19“ სულ 55 პირს აქვს დადასტურებული, მათ შორის 21 გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 20 ადამიანი იმყოფება, ხოლო კარანტინში 26 მოქალაქე, სტაციონარში მკურნალობს 34 პაციენტი, თერმოსკრინინგის პროცედურა ჩატარებული აქვს 17 886 პირს.

დღემდე თეთრიწყარო წითელ ზონად რჩება და ჩაკეტილია.