თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გრძელდება იმ შეჭირვებული ოჯახების დახმარება, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.

თეთრიწყაროს მერიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დედ-მამით ობოლ ბავშვებსა და მრავალშვილიან 24 ოჯახს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ამანათები გადასცეს. პროექტი UNICEF-ის (გაერო-ს ბავშვთა ფონდის), შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

პარალელურად, მერის წარმომადგენლები დასახლებულ პუნქტებში ისეთ ოჯახებს აღწერენ, რომლებსაც მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, მერიის მიერ შესაბამისი დახმარება გაეწევათ.