თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 15 ადამიანს დაუდასტურდა, ყველა შემთხვევა ე.წ. სამედიცინო კლასტერს განეკუთვნება
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 15 ადამიანს დაუდასტურდა, ყველა შემთხვევა ე.წ. სამედიცინო კლასტერს განეკუთვნება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 15 ადამიანს დაუდასტურდა.

ყველა შემთხვევა ე.წ. სამედიცინო კლასტერს განეკუთვნება. ერთი ახალი შემთხვევა კი, თეთრიწყაროში გუშინ დადასტურდა.

როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, ლუგარის ლაბორატორიამ სულ 170 საკვლევი მასალა წაიღო აქედან 16 დადასტურდა.

„ჯამურად გავრცელება შეადგენს თეთრიწყაროში 38 ფაქტს. მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები განეკუთვნებოდნენ მაღალი რისკის ჯგუფს, საბედნიეროდ ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითი ჩამოვიდა. ყველა დადასტურებული შემთხვევა ცნობილი კლასტერია. დაფიქსირებულია 200-ზე მეტი კონტაქტი, აქედან 100-ზე მეტია მჭიდრო კონტაქტი“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.