თეთრი სახლის პრესსპიკერი – მაიკ პენსი დონალდ ტრამპისგან დისტანციას დაიცავს

23:47, 12.05.2020

თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, მაიკ პენსი რამდენიმე დღის განმავლობაში დონალდ ტრამპისგან დისტანციას დაიცავს.

როგორც კეილი მაკენანიმ განაცხადა, ვიცეპრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.

როგორც ცნობილია, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის პრესსპიკერ სტეფანი მილერს „კოვიდ-19“ გასულ კვირას დაუდგინეს.

ტრამპის გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან თეთრი სახლის დასავლეთ ფრთაში შესვლის ნებისმიერ მსურველს პირბადე უნდა ეკეთოს.

მსგავსი