თეთრი სახლის პრესსპიკერი - ჯო ბაიდენი ინფორმირებულია ირანის პრეზიდენტის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენი ინფორმირებულია ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ.
თეთრი სახლის პრესსპიკერს, კარინ ჟან პიერს შემთხვევასთან დაკავშირებით მეტ დეტალზე არ უსაბრია.
შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამასთან, მოგვიანებით ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“. მედიის ცნობით, რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა კაშხლის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.