თეთრი სახლის პრესმდივნის ცნობით, ტრამპმა ზელენსკისთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გამართა
თეთრი სახლის პრესმდივნის ცნობით, ტრამპმა ზელენსკისთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლივიტმა განაცხადა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის ცნობით, ტრამპი ზელენსკის იმ დროს ესაუბრა, როდესაც ალასკიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა.

კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ამჟამად დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბარს ნატო-ს ლიდერებთან მართავს.