თეთრი სახლის პრესმდივანმა კაპიტოლიუმის შენობის შტურმი დაგმო
თეთრი სახლის პრესმდივანმა კაპიტოლიუმის შენობის შტურმი დაგმო

თეთრი სახლის პრესმდივანმა კაპიტოლიუმის შენობის შტურმი დაგმო. ამის შესახებ კეილი მაკენანიმ თეთრ სახლში გამართულ მოკლე ბრიფინგზე განაცხადა. მან მთელი თეთრი სახლის სახელით ისაუბრა და ძალადობას საძაგელი, დასაგმობი და ამერიკული ჩვეულებისთვის შეუფერებელი უწოდა.

თეთრი სახლის პრესმდივანს მედიის კითხვებზე არ უაპასუხია.

შეგახსენებთ, 6 იანვარს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის დროს ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.