თეთრი სახლის პრესმდივანი ტრამპის საქმეზე - აშშ-ის პრეზიდენტს ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს, იუსტიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელია
თეთრი სახლის პრესმდივანი ტრამპის საქმეზე - აშშ-ის პრეზიდენტს ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს, იუსტიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელია

აშშ-ის პრეზიდენტს ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს – იუსტიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელია, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

როგორც მედია წერს, ბრიფინგზე ჟან-პიერს არაერთხელ ჰკითხეს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეხედულებების შესახებ დონალდ ტრამპის საბრალდებო დასკვნასთან დაკავშირებით, თუმცა მან პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ამ საკითხის შესახებ არ იყო ინფორმირებული.

„ჩვენ უბრალოდ ძალიან ყურადღებით ვიქნებით და მივცემთ მათ თავიანთი სამუშაოს შესრულების უფლებას. პრეზიდენტი ძალიან, ძალიან მკაფიო იყო – იუსტიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელია“, – განაცხადა ჟან-პიერმა.

დონალდ ტრამპი მაიამის ფედერალურ სასამართლოში იმყოფება, სადაც მას ბრალს გააცნობენ. დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე აქვს წარდგენილი.