თეთრი სახლის პრესმდივანი - მოუთმენლად ველოდებით, როგორ დაამარცხებს შეერთებული შტატების ჰოკეის ნაკრები კანადის, მალე აშშ-ის 51-ე შტატის ნაკრებს
თეთრი სახლის პრესმდივანი - მოუთმენლად ველოდებით, როგორ დაამარცხებს შეერთებული შტატების ჰოკეის ნაკრები კანადის, მალე აშშ-ის 51-ე შტატის ნაკრებს

თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლივიტი აცხადებს, რომ ადმინისტრაცია მოუთმენლად ელოდება, როგორ დაამარცხებს ჰოკეის ნაკრები „კანადის, ამერიკის სულ მალე 51-ე შტატის, ნაკრებს“

ქეროლაინ ლივიტის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-iს ნაკრების მატჩს თვალყურს მიადევნებს.

„ტრამპი აშშ-ის ჰოკეის ნაკრებს ესაუბრა. მეც ვესაუბრე გუნდის რამდენიმე წევრს, რომლებიც აღფრთოვანებულები იყვნენ პრეზიდენტ ტრამპის კომენტარებით. ტრამპი მოუთმენლად ელოდება დღევანდელ თამაშს და ჩვენ ველოდებით, რომ შეერთებული შტატები დაამარცხებს ჩვენს მალე 51-ე შტატად ქცეულ კანადას“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.