თეთრი სახლის მიმდებარედ, ლაფაიეტის პარკში ოთხი ადამიანი მეხის დაცემის შედეგად დაშავდა

10:18, 05.08.2022

თეთრი სახლის მიმდებარედ, ლაფაიეტის პარკში ოთხი ადამიანი მეხის დაცემის შედეგად დაშავდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ოთხივე მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულთა შორის ორი ქალი და ორი მამაკაცია. მათ პირველადი დახმარება თეთრი სახლის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა აღმოუჩინეს.

მომხდარის გამო, დროებით დაიკეტა პარკი.

მსგავსი