თეთრი სახლის ინფორმაციით, კაპიტოლიუმის შენობისკენ ეროვნული გვარდია და ფედერალური სამართალდამცავების დამატებითი ძალები გაემგზავრა
თეთრი სახლის ინფორმაციით, კაპიტოლიუმის შენობისკენ ეროვნული გვარდია და ფედერალური სამართალდამცავების დამატებითი ძალები გაემგზავრა

თეთრი სახლის ცნობით, კაპიტოლიუმის შენობისკენ, რომელშიც დემონსტრანტები შეიჭრნენ, ეროვნული გვარდია და ფედერალური სამართალდამცავების დამატებითი ძალები გაემგზავრა. ამის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე თეთრი სახლს პრესმდივანი კეილი მაკენანი წერს.

მისივე თქმით, შესაბამისი განკარგულება აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასცა.

„ჩვენ ვიმეორებთ პრეზიდენტის მოწოდებას ძალადობის წინაღმდეგ“, – წერს მაკენანი.