თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების განსახილველად ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრა გამართა
აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის წინაღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებების განსახილველად ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ თეთრი სახლი „ტვიტერის“ მეშვეობით ავრცელებს ინფორმაციას.
„დღეს, პრეზიდენტი ბაიდენი შეხვდა ეროვნული უსაფრთხოების გუნდს, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული ქმედებების განსახილველად. მან დაადასტურა, რომ თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების, პარტნიორების მხრიდან მიიღებს სწრაფ და მძიმე შედეგებს“ – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
Today, President Biden met with his national security team to discuss continued Russian aggressive actions toward Ukraine. He affirmed that if Russia further invades Ukraine, the United States will impose swift and severe consequences on Russia with our Allies and partners. pic.twitter.com/QlAHYgqu1q
— The White House (@WhiteHouse) January 23, 2022