თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა თურქეთის, ნორვეგიის, პოლონეთის, სლოვენიის, გერმანიის ლიდერებს და მადლობა გადაუხადა რუსეთთან პატიმრების გაცვლის პროცესში პარტნიორობისთვის
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა თურქეთის, ნორვეგიის, პოლონეთის, სლოვენიისა და გერმანიის ლიდერებს და მათ მადლობა გადაუხადა რუსეთთან პატიმრების გაცვლის პროცესში მათი პარტნიორობისთვის. ინფორმაციას მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტმა გამოხატა მადლიერება მათი მხარდაჭერისთვის რთული მოლაპარაკებების დროს და აქტიური ჩართულობისთვის მთელი პროცესის განმავლობაში ამ მასშტაბური გათავისუფლების მისაღწევად“, – განაცხადეს თეთრ სახლში.
ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა მანამდე თქვა, რომ პრეზიდენტი ამ ზარებს ახორციელებდა გაცვლაში ჩართულ პირებთან და შეაქო პრეზიდენტი მისი „რთული სახელმწიფოებრივი ღვაწლისთვის“.
რუსეთის მიერ დასავლეთისთვის გადაცემულ 16 პირს შორის „უოლ სთრით ჯორნალის“ ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი საზღვაო ქვეითი ოიკ უილანი და „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა არიან.