თეთრი სახლის ინფორმაციით, დიდი შვიდეულის ლიდერებმა დისტანციურად შეხვედრისას ისრაელზე ირანის თავდასხმა დაგმეს
დიდი შვიდეულის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას თეთრი სახლი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ლიდერებმა დაგმეს ირანის უპრეცედენტო თავდასხმა ისრაელზე და კიდევ ერთხელ დაადასტურეს დიდი შვიდეულის ურყევი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი“, – წერს თეთრი სახლი.
დისტანციურად გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თეთრი სახლის ახლო აღმოსავლეთის კოორდინატორი ბრეტ მაკგურკი.