თეთრი სახლის ეზოში მაგნოლიის 200-წლოვან ხეს მოჭრიან
თეთრი სახლის ეზოში მაგნოლიის 200-წლოვან ხეს მოჭრიან

აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის გადაწყვეტილებით, ახლო მომავალში თეთრი სახლის ეზოში მაგნოლიის 200-წლოვან ხეს მოჭრიან.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა სტეფანი გრიჰემმა მედიას განუცხადა. მისი თქმით, ხის მოჭრა უსაფრთხოების ფარგლებში მიიღეს.

200-წლოვანი მაგნოლია საფრთხეს უქმნის თეთრი სახლის თანამშრომლებს, რომლებიც ამ ხის ქვეშ იყრიან თავს, რადგან ხე შესაძლოა გადატყდეს. თეთრი სახლის განცხადებით, ამ ხის ნაცვლად ახალი მაგნოლიის ხე დაირგვება.

აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, თეთრი სახლის ეზოს გამწვანების განყოფილებას აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის შვილმა ჩელსი კლინტონმა სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა.

ჯექსონის მაგნოლიად წოდებული ხე თეთრი სახლის ეზოში აშშ-ის მეშვიდე პრეზიდენტის, ენდრიუ ჯექსონის გადაწყვეტილებით მე-19 საუკუნის 30-იან წლებში დარგეს. მან მაგნოლიის ხე მისი გარდაცვლილი ცოლის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად დაარგვევინა.