თეთრი სახლის ექიმი - „ჰიდროქსიქლოროქინის“ სარგებელი მეტია, ვიდრე მასთან დაკავშირებული რისკები
თეთრი სახლის ექიმი - „ჰიდროქსიქლოროქინის“ სარგებელი მეტია, ვიდრე მასთან დაკავშირებული რისკები

თეთრი სახლი ექიმის განმარტებით, აშშ-ის პრეზიდენტი „ჰიდროქსიქლოროქინს“ მართლაც იღებს. აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, შონ კონელი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა და მან დაასკვნეს, რომ მალარიის საწინააღმდეგო წამლის „პოტენციური სარგებელი, მეტია, ვიდრე მკურნალობასთან დაკავშირებული საფრთხეები“.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ჰიდროქსიქლოროქინს“ უკვე კვირაზე მეტია, კორონავირუსისგან პრევენციის მიზნით იღებს.