თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენი ტელეფონით იორდანიის მეფეს ესაუბრა
თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენი ტელეფონით იორდანიის მეფეს ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით იორდანიის მეფეს, აბდულა II-ს ესაუბრა. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.

„ლიდერებმა განიხილეს გადაუდებელი მექანიზმები ძალადობის შესაჩერებლად, რიტორიკის დასამშვიდებლად და რეგიონული დაძაბულობის შესამცირებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, პალესტინელები არ იყვნენ იძულებით გადაადგილებული ღაზის ფარგლებს გარეთ და ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა იორდანიისა და მისი უდიდებულესობის ხელმძღვანელობის მიმართ.