თეთრი სახლის ცნობით, ჯეიკ სალივანი 14 დეკემბერს ისრაელში გაემგზავრება
თეთრი სახლის ცნობით, ჯეიკ სალივანი 14 დეკემბერს ისრაელში გაემგზავრება

თეთრი სახლის ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი 14 დეკემბერს ისრაელში გაემგზავრება, – ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

კირბიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სალივანი რეგიონში სხვა ქვეყნებსაც ეწვევა, თუმცა არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყნებში ჩავა სალივანი.

კირბიმ აღნიშნა, რომ სალივანი ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს ისრაელსა და ღაზაში მიმდინარე მოვლენების განსახილველად შეხვდება.

„სავარაუდოა, რომ ის სხვა გაჩერებებს გააკეთებს რეგიონში. ეს არ იქნება მხოლოდ ისრაელში წასვლა. ამაზე მეტს მოგვიანებით ვიტყვით. ის აპირებს ისრაელს ესაუბროს ბრძოლის ველზე პროგრესის შესახებ. აპირებს ესაუბროს მათ სამოქალაქო ზიანის შემცირებაზე, კიდევ ერთი პაუზის მცდელობაზე, რათა ჩვენ შევძლოთ მეტი მძევლების გამოყვანა. ის აპირებს ესაუბროს მათ ჰუმანიტარული საჭიროების შესახებ. ვფიქრობ, ის გამოიკვლევს შესაძლებლობებს, რათა ნახოს, შევძლებთ თუ არა ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას ღაზის სექტორისთვის”,- განაცხადა კირბიმ.