აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს კიდევ ერთხელ თებერვლის ბოლოს შეხვდება. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
კიმ ჩენ ინის მრჩეველი ვაშინგტონში ჩავიდა, რათა აღნიშნული შეხვედრის დეტალები დაეზუსტებინა.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრის ადგილი მოგვიანებით დასახელდება.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს შარშან, 12 ივნისს სინგაპურში შეხვდნენ.