თეთრი სახლის ადმინისტრაცია თანამშრომლებს პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებს
თეთრი სახლის ადმინისტრაცია თანამშრომლებს პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებს

თეთრი სახლის ადმინისტრაცია თანამშრომლებს პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებს. „ბიბისის“ ინფორმაციით, თეთრი სახლის თანამშრომლებს მემორანდუმი გააცნეს, სადაც ნათქვამია, რომ თანაშემწეებმა დასავლეთ ფლანგში სახის დამცავი ნიღბები უნდა ატარონ ან, თუ ეს შესაძლებელია, საერთოდ აარიდონ თავი პრეზიდენტ ტრამპის ოფისს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თეთრი სახლის სამი მაღალი რანგის თანამშრომელი, მათ შორის ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი, თვითიზოლაციაში გადავიდა. ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით, „ბიბისი“ წერს, რომ თეთრი სახლის ახალი მემორანდუმი, სავარაუდოდ, არ გავრცელდება თავად დონალდ ტრამპზე.