თეთრი სახლის ადმინისტრაცია დემოკრატების მიერ წარდგენილ საფოსტო კანონპროექტს მხარს არ უჭერს
თეთრი სახლის ადმინისტრაცია დემოკრატების მიერ წარდგენილ საფოსტო კანონპროექტს მხარს არ უჭერს

თეთრი სახლის ადმინისტრაცია დემოკრატების მიერ წარდგენილი საფოსტო კანონპროექტის წინააღმდეგია.

დემოკრატიული პარტიის წევრებმა ფოსტის კანონპროექტი პანდემიის პირობებში 3 ნოემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით წარადგინეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კანონპროექტისთვის ვეტოს დადების რეკომენდაციას აძლევს.

„თანამედროვე ეკონომიკაში მისი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის რეფორმის ნაცვლად, წარმომადგენელთა პალატა საფოსტო სერვისს 25 მილიარდ დოლარს გადასცემს, რაც არც „კოვიდ-19“-ის პანდემიას და არც მომავალ არჩევნებს არ უკავშირდება“ ნათქვამია „როიტერის“ მიერ გავრცელებულ თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის განცხადებაში.

წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტისთვის ხმის მიცემა 22 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი.