თეთრი სახლი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს – „ჩაეხუტე პინგვინს“
თეთრი სახლი X-ის ოფიციალურ გვერდზე ფოტოს შემდეგი წარწერით აქვეყნებს: „ჩაეხუტე პინგვინს“.
გავრცელებულ ფოტოზე გრენლანდიის პეიზაჟია ნაჩვენები, რომლის ფონზეც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პინგვინია გამოსახული. პინგვინს აშშ-ის დროშა უჭირავს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდია აშშ-ს უსაფრთხოებისთვის სჭირდება. ტრამპის განცხადებებს დანიის ხელისუფლებისა და ევროკავშირის ლიდერების კრიტიკა მოჰყვა.
Embrace the penguin. pic.twitter.com/kKlzwd3Rx7
— The White House (@WhiteHouse) January 23, 2026