თეთრი სახლი სოციალურ ქსელში აქვეყნებს დონალდ ტრამპის ფოტოს წარწერით – „ტრამპი კვლავ თქვენი პრეზიდენტია“
აშშ-ში გამართული შუალედური არჩევნების შემდეგ თეთრი სახლი სოციალურ ქსელში აქვეყნებს დონალდ ტრამპის ფოტოს წარწერით – „ტრამპი კვლავ თქვენი პრეზიდენტია“.
როგორც უცხოური მედია წერს, ამ პოსტით თეთრი სახლი იმეორებს კომუნიკაციების დირექტორის სტივენ ჩუნგის მიერ დღეს დილით გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი კვლავ აშშ-ის პრეზიდენტია.
აშშ-ში ხმების დათვლა კვლავ მიმდინარეობს. ამჟამად არსებული მონაცემებით, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას დემოკრატები მოიპოვებენ.
Thank you for your attention to this matter. https://t.co/Q1ZGYM7idV
— The White House (@WhiteHouse) November 4, 2026