თეთრი სახლი სი ძინპინს მოუწოდებს, ზეწოლა განახორციელოს ვლადიმერ პუტინზე, რათა მან პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს
თეთრი სახლი სი ძინპინს მოუწოდებს, ზეწოლა განახორციელოს ვლადიმერ პუტინზე, რათა მან პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს

თეთრი სახლი მოუწოდებს ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს, გამოიყენოს თავისი ვიზიტი მოსკოვში, რათა უთხრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, სი ძინპინი უნდა დაელაპარაკოს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინაზე ომის გავლენის შესახებ.

„ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთის პრეზიდენტს, განახორციელოს ზეწოლა პირდაპირ პუტინზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მსოფლიო და ჩინეთის მეზობლები აუცილებლად ყურადღებით მიადევნებენ ამას თვალს“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ სი ძინ პინი რუსეთში ოფიციალური სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. რუსული მედიის ცნობით, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების მოლაპარაკებები 4,5 საათს გაგრძელდა.