თეთრი სახლი საშობაოდ მზად არის [ფოტო, ვიდეო]
თეთრი სახლი საშობაოდ მზად არის [ფოტო, ვიდეო]

თეთრი სახლი საშობაოდ მზად არის. წელს პირველად თეთრი სახლი აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა მორთო.

„თეთრი სახლი მზად არის საზეიმოდ“ , – ამის შესახებ მელანია ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციის მთავარი მშვენება 5,5-მეტრიანი ნაძვის ხე გახდა, რომელიც ვისკონსინიდან ჩაიტანეს და ცისფერ დარბაზში დადგეს. ამას გარდა, თეთრ სახლში კიდევ 52 დეკორატიული ხე დადგეს.

თეთრი სახლი სამი ათასი მეტრის სიგრძის ლენტით, 18 ათასი ნათურითა და 12 ათასი სათამაშოთი მორთეს.

 

 

თეთრ სახლში 2017 წლის პირველი საშობაო წვეულების სტუმრებისთვის 160 კილოგრამი ცომისგან თეთრი სახლის ფორმის ნამცხვარი მოამზადეს. ამასთან, სტუმრებისთვის გამოაცხვეს 31 ათასი ორცხობილა.

დეკემბერში თეთრ სახლში 100-მდე საზეიმო ღონისძიებაა დაგეგმილი.

 

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი