თეთრი სახლი რუსეთს კიბერთავდასხმებში ადანაშაულებს
თეთრი სახლი რუსეთს კიბერთავდასხმებში ადანაშაულებს

თეთრი სახლი რუსეთს კიბერთავდასხმების მოწყობაში ადანაშაულებს. საუბარია ვირუს NotPetya-ს გამოყენებით განხორციელებულ კიბერ იერიშებზე. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ “რუსეთი ამ გზით უკრაინის დესტაბილიზაციის კამპანიას განაგრძობს”.

“2017 წლის ივნისში რუსმა სამხედროებმა წამოიწყეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი კამპანია, რომლის სახელიც არის NotPetya. ამ თავდასხმამ მთელი მსოფლიო მოიცვა და ევროპის, აზიისა და ამერიკის სახელმწიფოები მილიარდობით დოლარით დააზარალა”, – ნათქვამია თეთრი სახლის პრესსამსახურის განცხადებაში.

აშშ-თან ერთად, აღნიშნული ვირუსის შექმნაში რუსეთს ბრალს ავსტრალიის მთავრობაც სდებს.

გასული წლის 27 ივნისს ვირუსმა NotPetya-მ უკრაინის ენერგეტიკული, ფინანსური და სატელეკომუნიკაციო კომპანიები დააზარალა და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ვირუსის შემქმნელები აიძულებდნენ მომხმარებლებს დაბლოკილ ინფორმაციაზე წვდომის აღდგენის სანაცვლოდ, მათთვის სოლიდური თანხა გადაერიცხათ. რუსეთის ხელისუფლება ჰაკერულ თავდასხმებთან კავშირს უარყოფს.