თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა მადლიერება გამოხატა ეგვიპტის პრეზიდენტის მიმართ, რადგან ქვეყანა ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს
თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა მადლიერება გამოხატა ეგვიპტის პრეზიდენტის მიმართ, რადგან ქვეყანა ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ესაუბრა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის, რათა გამოეხატა მადლიერება ეგვიპტის წამყვანი როლისთვის ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მცდელობებში, – ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული.

„მათ ასევე განიხილეს სამოქალაქო პირების სიცოცხლის დაცვის მნიშვნელობა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემა და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზაში მყოფი პალესტინელები ეგვიპტეში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში არ იქნებიან დევნილები“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

ბაიდენმა ეგვიპტის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია აშშ-ის მცდელობებზე, რათა უზრუნველყოს, რომ რეგიონულმა აქტორებმა არ გააფართოვონ კონფლიქტი ღაზაში და ასევე გააგრძელონ ძალისხმევა მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

„ბაიდენმა და სისიმ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, ითანამშრომლონ, რათა შექმნან პირობები გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობისთვის ახლო აღმოსავლეთში, რაც მოიცავს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას“, – აღნიშნულია განცხადებაში.