თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა გააფრთხილა ირანის სულიერი ლიდერი, რომ არ შეეხონ ამერიკელ პერსონალს ახლო აღმოსავლეთში
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააფრთხილა თეირანი, არ შეეხოს ამერიკელ პერსონალს ახლო აღმოსავლეთში, – ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„პირდაპირი მესიჯი იყო გადაცემული ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისთვის“, – თქვა თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ბაიდენმა აღნიშნა, რომ გააფრთხილა ალი ხამენეი, რომ აშშ უპასუხებდა იმ შემთხვევაში, თუ აშშ იქნებოდა მათი სამიზნე.
„აიათოლას გავუგზავნე ჩემი გაფრთხილება, რომ თუ ისინი გააგრძელებენ მოძრაობას ჩვენი ჯარების წინააღმდეგ, ჩვენ ვუპასუხებთ და ის მზად უნდა იყოს. ამას არავითარი კავშირი არ აქვს ისრაელთან“, – განაცხადა ბაიდენმა.