თეთრი სახლი - ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კუბასთან მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკას გადახედავს
თეთრი სახლი - ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კუბასთან მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკას გადახედავს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კუბასთან მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკას გადახედავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კუბისთვის დაწესებული სავაჭრო ემბარგო გაამკაცრა და ქვეყანა ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში დააბრუნა.

„კუბასთან მიმართებაში ჩვენი პოლიტიკა ორ პრინციპს ეფუძნება. პირველი არის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა, რაც იქნება ჩვენი ძალისხმევის ქვაკუთხედი. მეორე კი არის ის, რომ ამერიკელები, კერძოდ კი კუბელი ამერიკელები არიან საუკეთესო ელჩები კუბაში თავისუფლებისთვის. ასე რომ, ჩვენ გადავხედავთ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას“, – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

დატოვე კომენტარი