თეთრი სახლი ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტზე - ჩვენი მიდგომა გულისხმობს ჩუმ, ინტენსიურ დიპლომატიას, ეს არის ის, სადაც შეგვიძლია, ყველაზე ეფექტიანები ვიყოთ
თეთრი სახლი ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტზე - ჩვენი მიდგომა გულისხმობს ჩუმ, ინტენსიურ დიპლომატიას, ეს არის ის, სადაც შეგვიძლია, ყველაზე ეფექტიანები ვიყოთ

ჩვენი მიდგომა გულისხმობს ჩუმ, ინტენსიურ დიპლომატიას და ეს არის ის, სადაც შეგვიძლია, ყველაზე ეფექტიანები ვიყოთ, – ასე უპასუხა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ პრესკონფერენციაზე შეკითხვას, რატომ არ მოუწოდებს პალესტინურ რადიკალურ მოძრაობა „ჰამასს“ და ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, დემოკრატი სენატორის ჯგუფმა კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა თავიდან იქნას აცილებული ძალადობის უფრო მეტი ესკალაცია.

„ჩვენი როლი, პრიზმა, რომლიდანაც ჩვენს ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ, მდგომარეობას იმაში, თუ როგორ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ ძალადობის დასრულებას და ადგილზე ვითარების დეესკალაციას“, – აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.

მანამდე, „ბიბისიმ“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა დაბლოკა ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს განცხადება, რომელიც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოწოდებას შეიცავდა.