თეთრი სახლი ფხენიანსა და სეულს მხარდაჭერას უცხადებს და კორეელ ხალხს კეთილდღეობას უსურვებს

10:21, 27.04.2018

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის სადემარკაციო ხაზზე, კიმ ჩენ ინსა და  მუნ ჯე ინს შორის მოლაპარაკებებს თეთრი სახლი ეხმაურება და შეხვედრას ისტორიულს უწოდებს.

ვაშინგტონი ​ფხენიანსა და სეულს მხარდაჭერას უცხადებს და კორეელ ხალხს კეთილდღეობას უსურვებს.

„მთლიანად კორეის ნახევარკუნძულის მომავალი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეული იქნება“, – აღნიშნულია თეთრი სახლის პრესსამსახურის განცხადებაში.

ვაშინგტონში აღნიშნავენ, რომ მზად არიან, ჩრდილოეთ კორეის ლიდერსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის დაგეგმილი შეხვედრის მოსამზადებელი პროცესი განაგრძონ.

მსგავსი