თეთრი სახლი - ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველი რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებზე იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა
თეთრი სახლი - ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველი რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებზე იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებზე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯეიკ სალივანმა და იენს სტოლტენბერგმა ავღანეთსა და ერაყში ნატო-ს მისიებზე ისაუბრეს და ასევე გამოთქვეს შეშფოთება რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებთან დაკავშირებით.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ნატო-ს სამიტის წინ თანამშრომლობას გააგრძელებენ. სალივანმა მხარი დაუჭირა ნატო-ს სამომავლო განვითარების სტრატეგია „ნატო 2030“-ს, რომელიც ალიანსის ადაპტაციას ისახავს მიზნად, რათა „ნატო მზად იყოს სისტემური და ტრანსნაციონალური გამოწვევებისთვის, მათ შორის კიბერსაფრთხეებისა და კლიმატი ცვლილებებისთვის“.