თეთრი სახლი – დიდი შვიდეულის სამიტზე ემანუელ მაკრონისგან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მიპატიჟება „სიურპრიზი“ იყო

22:07, 25.08.2019

საფრანგეთში, დიდი შვიდეულის სამიტზე ყველაზე დიდი მოულოდნელობა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამედ ზარიფის გამოჩენა აღმოჩნდა. თეთრ სახლში გაკეთებული განცხადების მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტისგან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მიპატიჟება აშშ-სთვის „სიურპრიზი“ იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანგ კოლეგას შეხვდა და საუბრის მთავარი თემა ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის დაძლევა იყო.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ზარიფი ამერიკის შეერთებული შტატების სასანქციო სიაშია.

მსგავსი