თეთრი სახლი ავრცელებს ფოტოს, რომელზეც ასახულია, როგორ ადევნებენ თვალს ტრამპის ადმინისტრაციის წევრები აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციას
თეთრი სახლი ავრცელებს ფოტოს, რომელზეც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციის მომენტია ასახული.
ფოტოზე ალ-ბაღდადის ლიკვიდაციას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან, თავდაცვის მდივან მარკ ესპერთან, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველ რობერტ ობრაიენთან და გენერალ მარკ მილთან ადევნებს თვალს.
აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“, ლიკვიდირებულია. ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით დღეს დონალდ ტრამპმა გააკეთა.