თეთრი სახლი - აშშ შეშფოთებულია ინფორმაციით, რომ მიანმარის სამხედროებმა დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელი ნაბიჯები გადადგეს
თეთრი სახლი - აშშ შეშფოთებულია ინფორმაციით, რომ მიანმარის სამხედროებმა დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელი ნაბიჯები გადადგეს

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია მიანმარში განვითარებული მოვლენების გამო. განცხადება თეთრი სახლის ვებგვერდზე გავრცელდა.

„აშშ შეშფოთებულია გავრცელებული ინფორმაციით, რომ მიანმარის სამხედროებმა დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელი ნაბიჯები გადადგეს. პრეზიდენტ ბაიდენს მიანმარში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია ჯეკ სულივანმა მიაწოდა. ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მიანმარის დემოკრატიული ინსტიტუტებს, მოვუწოდებთ სამხედროებს და ყველა სხვა პარტიას, პატივი სცენ დემოკრატიულ ნორმებს, კანონის უზენაესობას და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებულები. ამერიკის შეერთებული შტატები არჩევნების შედეგების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას ეწინააღმდეგება“,- ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედროებმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. დაკავებულია ქვეყნის პრეზიდენტი ვიინ მიინი, პარტია ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის ლიდერი აუნგ სუ ჩიი და სხვა ლიდერები. სამხედროები ნოემბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან.