თეთრი სახლი - დონალდ ტრამპი ნარკომოვაჭრეების სიკვდილით დასჯის საკითხს განიხილავს
თეთრი სახლი - დონალდ ტრამპი ნარკომოვაჭრეების სიკვდილით დასჯის საკითხს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ნარკომოვაჭრეების სიკვდილით დასჯის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის საბჭოს დირექტორმა შიდა პოლიტიკის საკითხებში, ენდრიუ ბრემბერგმა განაცხადა.

საკანონმდებლო ცვლილება ნაწილია იმ გეგმის, რომლითაც აშშ-ის ადმინისტრაცია ოპიოიდების (ნივთიერება, რომლებიც სტუქტურულად ძალიან ჰგავს მორფინს) კრიზისთან გამკლავებას გეგმავს.

დონალდ ტრამპი ახალი გეგმის შესახებ ოფიციალურად დღეს ნიუ-ჰემფშირში ვიზიტის დროს ისაუბრებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპიოიდების კრიზისთან ბრძოლა სამი მიმართულებით იქნება შესაძლებელი, მათ შორის ნარკოტიკული საშუალებებით მავნებლობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაც არის გათვალისწინებული, ასევე იგეგმება ახალი კანონების მიღება და ნარკოდამოკიდებულთათვის მკურნალობის დასაწყებად პროცედურების გამარტივება.

ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს მიმრათოს კონგრესს, შეამცირონ ნარკოტიკული საშუალებების ოდენობის ქვედა ზღვარი, რათა მართლმაჯულებამ შეძლოს და თავისუფლების აღკვეთა შეუფარდოს იმ პირებს, ვინც პოტენციურად საშიშ ოპიოიდებს გაცნობიერებულად ავრცელებს. გეგმა ასევე ითვალისწინებს ერთი მესამედით შემცირდეს ოპიოიდურ მედიკამენტებზე რეცეპტების გამოწერა.

მხოლოდ 2016 წელს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირების გამო, აშშ-ში 42 ათასი ადამიანი გაირდაიცვალა. მათი უმრავლესობა 50 წელზე ნაკლები ასაკის იყო.

2016-2017 წლის განმავლობაში კი 30%-ით გაიზარდა ნარკოდამოკიდებულთა მიმართვიანობა სამკურნალო დაწესებულებებში.