თეთრი სახლი - აშშ ისრაელის სამხედრო დახმარებას გააგრძელებს
თეთრი სახლი - აშშ ისრაელის სამხედრო დახმარებას გააგრძელებს

ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გეგმებს არ შეცვლის, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

„ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაწეული დახმარების შეცვლას არ ვგეგმავთ“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

ფსაკის თქმით, ამავდროულად, ოფიციალური ვაშინგტონი იგივე რეჟიმში განაგრძობს დიპლომატიურ ურთიერთობებს ისრაელის, ეგვიპტისა და პალესტინელთა წარმომადგენლებთან.