თეთრი სახლი აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვის სანქციების დაწესებას აპირებს
თეთრი სახლი აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვის სანქციების დაწესებას აპირებს

თეთრი სახლი აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვის სანქციების დაწესებას აპირებს. დადგენილების პროექტში, რომელიც Washington Post-მა გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ პრეზიდენტს უფლება ექნება დასაჯოს ის ფიზიკური პირები თუ ორგანიზაციები, რომლებიც საარჩევნო პროცესში ჩაერევიან. ჩარევად ასევე ჩაითვლება „დეზინფორმაციის კამპანიები ინტერნეტში“.

8 გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ის ლიდერი შეძლებს სანქციები დაუწესოს იმ ქვეყნის უმსხვილეს ბიზნეს სტრუქტურებს, რომლებიც საარჩევნო პროცესში ღიად ჩაერევიან.

დოკუმენტის ავტორების განცხადებით, არსებობდა გარკვეული ეჭვი, რომ საბჭოთა კავშირი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 1968 და 1984 წელსაც ჩაერია. თუმცა, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ რომელიმე ქვეყნის ჩარევამ არჩევნების შედეგებზე იმოქმედა.

აშშ-ის მმართველი წრეები უკვე დიდი ხანია მოუწოდებენ ტრამპს, მოსკოვის მიერ 2016 წლის არჩევნებში ჩარევის გამო რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციები დააწესოს. სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება ახალ დადგენილებაზე მუშაობის დაწყებაც.