„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით სუბელიანი აცხადებს, რომ გამოკითხვაზე დაიბარეს
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით სუბელიანი აცხადებს, რომ გამოკითხვაზე დაიბარეს

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული, – ამის შესახებ თავად დავით სუბელიანმა განაცხადა.

საქმე ეხება „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ სინთეზური ნარკოტიკული საშუალებით მოქალაქეების ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ორგანიზაციამ გუშინ გამოაქვეყნა.

სუბელიანის ინფორმაციით, უკვე გამოკითხეს ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც ამ საკითხს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

ზურაბ სიხარულიძე სუბელიანის ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ჯერ არ აკეთებს.

დავით სუბელიანის ინფორმაციით, ადამიანები, რომლებმაც ნარკოტიკული საშუალება MDMA შეიძინეს, გუშინ კომატოზურ მდგომარეობაში იყვნენ, მათგან ერთ-ერთი კი შედარებით მძიმე მდგომარეობაშია.

სუბელიანის თქმით, ახალი ინფორმაცია მას არ აქვს, გარდა იმისა, რომ სასიკვდილო ნარკოტიკის – ფენტალინის შემცველობის ნივთიერებით მოწამლულები თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებიან.