თეთრ სახლთან ექთნების საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ადგილობრივ და ფედერალურ ხელისუფლებას „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან მებრძოლი სამედიცინო პერსონალის დამცავი საშუალებებით მომარაგებისკენ მოუწოდებენ.
„თუ ხელისუფლება ჩვენ არ დაგვიცავს, ჩვენ ვერ დავიცავთ პაციენტებს“, – აცხადებენ აქციის მონაწილე ექთნები.
აქციის მონაწილეებს იმ ექიმებისა და ექთნების ფოტოები უჭირავთ, რომლებიც პანდემიის დროს დაიღუპნენ.
აქციის ორგანიზატორი ექთნების ასოციაციაა, რომელშიც 150 000 ექთანია გაერთიანებული.