თეთრ სახლთან დააკავეს მამაკაცი, რომელიც „ყველა თეთრკანიანი პოლიციელის“ მოკვლით იმუქრებოდა
თეთრ სახლთან დააკავეს მამაკაცი, რომელიც „ყველა თეთრკანიანი პოლიციელის“ მოკვლით იმუქრებოდა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა ვაშინგტონში, თეთრ სახლთან დააკავა მამაკაცი, რომელიც „ყველა თეთრკანიანი პოლიციელის“ მოკვლით იმუქრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც საიდუმლო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებული მაიკლ არეგაა. ის ვაშინგტონში ქალაქ დალასიდან ჩავიდა.

ტელეკომპანია Fox News-ის ინფორმაციით, არეგამ მუქარის შემცველი განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მამაკაცს დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამერიკული მედიის ცნობით, ის შეიარაღებული არ ყოფილა.