თეთრ სახლში ტრადიციულ კონკურსში გამარჯვებული ნაძვის ხე მიიტანეს [ფოტო]
ვაშინგტონში სადღესასწაულო სეზონი ოფიციალურად დაიწყო. თეთრ სახლში საშობაო ხე მიიტანეს. ნაძვის ხე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩრდილოეთ კაროლინიდან ჩაიტანეს.
ნაძვის ხე თეთრ სახლში ორცხენიანი მარხილით მიიტანეს, სადაც მას პრეზიდენტი და პირველი ლედი დახვდნენ.
წელს საშობაო ნაძვის ხის ეროვნული ასოციაციის კონკურსში ჩრდილოეთ კაროლინის მცხოვრებმა სმიტების ოჯახმა გაიმარჯვა. სწორედ ლარი სმიტის ექვსმეტრიანი ნაძვის ხე დაამშვენებს დღესასწაულზე თეთრ სახლს.
„ჩემთვის ეს ლატარეის მოგების მსგავსია. ეს 1977 წლიდან ჩემი მიზანი იყო“, – ამბობს ლარი სმიტი.