თეთრ სახლში ხვალ ჯო ბაიდენსა და ანგელა მერკელს შორის მოლაპარაკებები გაიმართება
თეთრ სახლში ხვალ ჯო ბაიდენსა და ანგელა მერკელს შორის მოლაპარაკებები გაიმართება

თეთრ სახლში ხვალ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.

საერთაშორისო მედიის ცნობით, განხილვის მთავარი თემები რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“, ჩინეთთან ურთიერთობები და ავღანეთი იქნება.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ორივე მხარე აცხადებს, რომ სურთ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს გამწვავებული ურთიერთობები გადატვირთონ, თუმცა მათი პოზიციები ყველაზე სადავო საკითხებზე კვლავ განსხვავებულია. აღნიშნულ საკითხებს შორის მედიასაშუალება „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მშენებლობას და ჩინეთთან ურთიერთობებს ასახელებს.

ანგელა მერკელის კანცლერის რანგში ეს აშშ-ში სავარაუდოდ ბოლო ვიზიტი იქნება.