თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა მიმდინარეობს
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის შეხვედრა მიმდინარეობს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თეთრ სახლში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ორბანს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია.
ამასთან, შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა, აპირებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ბუდაპეშტში შეხვედრას, რაზეც დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ამის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, შემდეგ კი აღნიშნა, რომ ორბანი შესანიშნავი ლიდერია.