თეთრ სახლში ცინიკურ პოლიტიკურ მანევრს უწოდებენ რესპუბლიკელების გეგმას, წარმომადგენელთა პალატაში კენჭი უყარონ ისრაელის დახმარების კანონპროექტს უკრაინის დახმარების გარე
თეთრ სახლში ცინიკურ პოლიტიკურ მანევრს უწოდებენ რესპუბლიკელების გეგმას, წარმომადგენელთა პალატაში კენჭი უყარონ ისრაელის დახმარების კანონპროექტს უკრაინის დახმარების გარე

თეთრ სახლში ცინიკურ პოლიტიკურ მანევრს უწოდებენ რესპუბლიკელების გეგმას, წარმომადგენელთა პალატაში კენჭი უყარონ ისრაელის დახმარების კანონპროექტს უკრაინის დახმარების გარეშე, – ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებაში.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ისრაელის უსაფრთხოება უნდა იყოს წმინდა და არ იქნას გამოყენებული პოლიტიკურ თამაშად.

როგორც თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ თვეების განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია სენატორთა ორპარტიულ ჯგუფთან ერთად მუშაობდა ეროვნული უსაფრთხოების შეთანხმებაზე, რომელიც უზრუნველყოფს საზღვრების დაცულობას და უკრაინისა და ისრაელის ხალხების მხარდაჭერას. შესაბამისი კანონპროექტი უკვე ახლოსაა დამტკიცებასთან.

„მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ტექსტის მიღება გარდაუვალია, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები გამოდიან ცინიკური პოლიტიკური მანევრით. ისრაელის უსაფრთხოება უნდა იყოს წმინდა და არა – პოლიტიკური თამაში. ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ამ ხრიკს, რომელიც არაფერს აკეთებს საზღვრების უსაფრთხოებისთვის, არაფერს აკეთებს უკრაინის ხალხის დასახმარებლად, რათა დაიცვან თავი პუტინის აგრესიისგან, და უარყოფს ჰუმანიტარულ დახმარებას პალესტინელი მოქალაქეებისთვის, რომელთაგან უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

თეთრი სახლი მოუწოდებს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებს, ეროვნული უსაფრთხოების ამ არსებით საკითხებთან დაკავშირებით იმუშაონ ორპარტიულად, როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სენატი აკეთებენ.